|
2016-05-28 15:18:08, 697 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კენკროვანი კულტურების წარმოებისა და განვითარების საკითხები განიხილეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კენკროვანი კულტურების წარმოებისა და განვითარების საკითხზე იმსჯელეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი და გოჩა ცოფურაშვილი ესწრებოდნენ. „საქართველოს კენკროვანი კულტურების წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. აღნიშნულ სურსათზე საკმაოდ მზარდია მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე და მნიშვნელოვანია ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც“, -განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივებზე პრეზენტაცია წარმოადგინა და საქართველოს რეგიონებში არსებულ პოტენციალზე დეტალურად ისაუბრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას პოლონეთის სეიმის დეპუტატი წევრი ტომაშ მაკოვსკი ესწრებოდა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ კენკროვანი კულტურების განვითარების მიმართულებით პოლონეთი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. შეხვედრას ასევე გორის რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი, დარგში დასაქმებული მეწარმეები, კოოპერატივების წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)