14:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 14:54:17, 582 ნახვა

საზოგადოება
26 მაისის აღსანიშნავად სტამბოლში ბოსფორის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, 26 მაისს ქალაქ სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს ბოსფორის ხიდი,  რომელიც 40 წუთის განმავლობაში წითელ და თეთრ ფერებში 7 სხვადასხვა ვარიაციაში ანათებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხიდის განათება ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით განხორციელდა. აღნიშნულ ცერემონიას ასევე ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო  30 მაისს საზეიმო მიღებას გამართავს. რომელსაც დაესწრებიან თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები, ქართული დიასპორა და დიპლომატიური კორპუსი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება  ქართველი მხატვრის, გოგი ცაგერიშვილის ნახატების გამოფენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics