|
2016-05-27 13:49:40, 664 ნახვა
საზოგადოება
რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით, 15:00 საათიდან თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით, 15:00 საათიდან თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. “შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 27 მაისს, 15:00 საათიდან, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ მოძრაობის მიზნით, ავტომანქანით გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე: მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება); წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე; გადაიკეტება დავით აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან - დავით აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე; სატრანსპორტო მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე; მძღოლები ასევე ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე. სრულად დაიკეტება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები. ავტომანქანებით გადაადგილება ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე. გადაკეტილ ქუჩებზე მოძრაობა აღდგება კონცერტის დასრულების შემდეგ”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)