14:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 12:57:50, 596 ნახვა

საზოგადოება
რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ქალაქ რუსთავში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნაგავსაყრელზე ყოველთვიურად 2 957 ტონა ნარჩენი ქალაქ რუსთავიდან და გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან  შედის.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია რუსთავის ნაგავსაყრელზე  ძველი უჯრედის დახურვისა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი პოლიგონის  მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. რუსთავის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები სამ თვეში  დასრულდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”,  გარემოსა და ადამიანზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მოქმედი ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics