|
2016-05-27 11:38:41, 613 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი მთავრობას მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივებას სთხოვს
მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს, რომ გაადვილდეს მოქალაქეობის მიღების პროცესი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში მიმდინარე დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დიასპორა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. უწმინდესის თქმით, დიასპორის ყველა წევრი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. „მე მინდა დავლოცო დიასპორაში მყოფი ქართველი ხალხი. დიდ საქმეს აკეთებთ თქვენ, თქვენთვისაც და სამშობლოსთვის და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენ ღვაწლს, თქვენს შრომას. უცხოეთში შექმნილია არაერთი წრე, აშენებულია არაერთი ეკლესია-ტაძარი და ფაქტობრივად უცხოეთში ტაძრები ქართველ ხალხს აერთიანებს. შექმნილია საკვირაო სკოლები და ეს ძალიან დიდ იმედს გვაძლევს ჩვენ ყველას, რომ ერთად ვიქნებით, მაგრამ ამავე დროს მე არ მემეტებით იმისთვის, რომ თქვენ იქ დარჩეთ. ჩვენ გელოდებით სამშობლოში თქვენი შვილებით, ოჯახით. ჩვენი სამშობლოს კარი მუდამ ღიაა თქვენთვის. ჩამოდით და უპატრონეთ ჩვენს სამშობლოს. მე მინდა გითხრათ დიასპორაში მყოფ ქართველებს, რომ ძალიან დიდი ინტერესია უცხოელი ბიზნესმენების, ჩამოდიან ქმნიან ბიზნესს. ისე არ გამოვიდეს, რომ თქვენ რომ ჩამოხვალთ ყველაფერი დაკავებული იყოს”, - განაცხადა პატრიარქმა.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)