|
2016-05-26 17:44:59, 534 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თანამშრომლები დააჯილდოვა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა. მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის თანამშრომელთა დასაჯილდოვებლად სპეციალურად ოთხი ხარისხის სამკერდე ნიშანი შემუშავდა. დღეს კი, პენიტენციური დეპარტამენტის 16 თანამშრომელი მეორე ხარისხის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა, ხოლო სამინისტროს 13 თანამშრომელს მადლობა გამოეცხადა. „უწყებას ბევრი ღირსეული თანამშრომელი ჰყავს. დღეს დაჯილდოვებული ადამიანების ცხოვრების თითოეული საათი, მიუხედავად უმძიმესი სამუშაოსა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდაა მიმართული. სწორედ მათი შრომის შედეგად მივაღწიეთ სიმშვიდეს. პირველ ეტაპზე, ყველაზე მობილური ჯგუფი დავაჯილდოვეთ. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება, რათა შეუმჩნეველი არ დარჩეს არცერთი თანამშრომლის ღვაწლი. ჩემი აზრით, მსგავსი სახის ჯილდო ფულად წახალისებაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ სიცოცხლის ბოლომდე დარჩებათ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა დაფასდეს იმ პირთა მუშაობა, რომლებსაც თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით სისტემისა და ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უწყების თანამშრომლებს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა. დაჯილდოვებულმა თანამშრომლებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ჯილდო ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თითოეული მათგანი სრულად აცნობიერებს და იზიარებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)