|
2016-05-26 17:41:31, 551 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უწყება სპეციალური პავილიონით იყო წარმოდგენილი. საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად მოქალაქეებს − სამინისტროს პავილიონის სტუმრებს, სურვილის შემთხვევაში, სპეციალური სახალისო ტესტის გავლით შეეძლოთ, გაეგოთ, ევროპის რომელი ქვეყანა შეეფერებათ სამოგზაუროდ; შემდეგ კი ლაივსტრიმის მეშვეობით ესაუბრებოდნენ ამ ქვეყნის დედაქალაქის მცხოვრებთ. საუბრის თემა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა იყო. საზეიმოდ გაფორმდა ლევილის მამულის გადმოცემის წინასწარი თანხმობის აქტი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა შთამომავლებმა, ხელმოწერები კი ნოტარიალურად დამოწმდა. ისტორიული აქტით − წინასწარი თანხმობის დოკუმენტით, საბოლოოდ განისაზღვრა, რომ ლევილის მამულის, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მარადიული სიმბოლოს, საქართველოს სახელმწიფოსათვის გადაცემის საბოლოო აქტის ხელმოწერა 2016 წლის 20 სექტემბრამდე გაიმართება. დღესვე იუსტიციის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე დაბადებული ახალშობილი მოინახულა. თეა წულუკიანმა მის მშობლებს შვილის დაბადების მოწმობა და საჩუქრები გადასცა. მინისტრის ინიციატივით, 26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს სპეციალური, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცათ. დაბადების მოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“. 26 მაისის ღონისძიებები ეროვნულ არქივში საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა. იუსტიციის მინისტრმა საპრიზო ადგილების მფლობელებსა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს სიგელებსა და მედლებთან ერთად წიგნები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. იუსტიციის მინისტრის კიდევ ერთი ინიციატივა უფასო პირადობის მოწმობების აქციაა, რომელიც დღეს დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილესთან დაკავშირებით დღეიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა. პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეუძლიათ პირებს 17 წლის ასაკიდან. დოკუმენტის აღებას მოქალაქეები იუსტიციის სახლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ. პირადობის მოწმობების საფასურთან ერთად, მოქალაქეები ფოტოსურათის საფასურისგანაც თავისუფლდებიან.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)