|
2016-05-26 17:21:10, 704 ნახვა
საზოგადოება
სქემიღუმენი ილია ვაშაკიძე: სინოდის განჩინება დემაგოგიის აშკარა ელემენტებს შეიცავს
სამწუხაროდ, განჩინების ტექსტი აშკარად შეიცავს დემაგოგიის ელემენტებს, - ასე ეხმაურება სქემიღუმენი ილია ვაშაკიძე წმინდა სინოდის განჩინებას. ამის შესახებ სქემიღუმენი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, განჩინებას ბევრ საკითხში ეთანხმება, თუმცა ის აშკარა დემაგოგიის ელემენტებს შეიცავს. მისივე თქმით, როდესაც საპატრიარქოს აწყობდა საიტი 6 თვით გათიშა. „2016 წლის 25 მაისის წმინდა სინოდის სხდომის განჩინება ყურადღებით წავიკითხე... ბევრ საკითხებში სრულიად ვეთანხმები, მაგრამ, სამწუხაროდ, განჩინების ტექსტი აშკარად შეიცავს დემაგოგიის ელემენტებს, როდესაც ისინი ქრისტიანულ სამართლიანობაზე საუბრობენ... გამოაქვეყნონ წმინდა სინოდის სხვა სხდომების განჩინებებიც... როცა აწყობდათ 6 თვით ხომ გათიშეს საპატრიარქოს საიტი... ეხ, დემაგოგია, დემაგოგია.. გოგიაზე გამახსენდა: ვანოა თუ გოგია, ყველას ბოლო - მორგია“, - წერს ილია ვაშაკიძე facebook-ში. ცნობისთვის, წმინდა სინოდმა დღეს გუშინდელი სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. განჩინებაში საუბარია ხურჩის ტრაგედიაზე, კვარცხელის ინციდენტზე და ასევე იმაზე, რომ დაუშვებელია ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა სექსუალური კავშირი.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)