|
2016-05-26 16:39:28, 553 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებებს მეუღლესთან ერთად შეუერთდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია და თინათინ თინიკაშვილი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ ორგანიზებულ „ყვავილების გაჩერებას“ ესტუმრნენ, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს და წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრნენ. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ყველა ერთად ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს. ყველას უხარია, დიდს თუ პატარას. მაქსიმალურად გამოსულია ხალხი იმისათვის, რომ დაათვალიეროს სხვადასხვა სამინისტროების, უწყებების მიერ წარმოდგენილი საპრეზენტაციო მასალა, გაეცნოს სიახლეებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბურად აღინიშნება 26 მაისი, რითიც ეს დღე კიდევ უფრო მეტად საინტერესო ხდება თითოეული ჩვენგანისთვის,“-განაცხადა დავით ნარმანიამ. წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, დავით ნარმანია პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად დროის კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიალსაც დაესწრო, მოგვიანებით კი კონფლიქტური ზონის მიმდებარედ მცხოვრებ ბავშვებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი მიულოცა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)