|
2016-05-25 18:51:29, 1074 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში ფერმერებზე ტექნიკის თანადაფინანსებით გაცემა დაიწყო
აჭარაში მცხოვრებ 292 ფერმერს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა თანადაფინანსების ფარგლებში 70% ფასდაკლებით გადაეცემათ. იტალიური წარმოების ,,Meccanica Benassi''-ს ფირმის მრავალფუნქციური მოტობლოკი დღეს 106-მა ფერმერმა უკვე წაიღო.. ტექნიკის გადაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე დაესწრო. მოტობლოკები დაკომპლექტებულია ნიადაგ დამამუშავებელი აგრეგატებით: ფრეზი–კულტივატორი, ნიადაგის შემომყრელი (კვალგამყვანი), კარტოფილის ამომთხრელი, ნიორის სათესი და სეგმენტურ თათებიანი სათიბელათი. პროგრამა ,,სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ფერმერეთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა'' სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამის ფარგლეში ფერმერებზე წელს მიწოდებული იქნება 79 ერთეული მოტობლოკის მისაბმელი ურიკაც, რომელიც ითვალისწინებს ფერმერებზე თანაგადახდის პრინციპით (ღირებულების 30%) გადაცემას. შესყიდული ტექნიკა გადანაწილებული იქნება რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე. აღნიშნული ქვეპრგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 078 400 ათას ლარს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)