|
2016-05-25 17:39:54, 473 ნახვა
საზოგადოება
ხაშურში 63 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
ხაშურში 63 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ხაშურის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. ხაშურში, სააკაძის ქ. N2-ში მდებარე შენობას რეაბილიტაცია სამინისტროს დაფინანსებით ჩაუტარდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სს "სამშენებლო ტრესტი N3"-მა განახორციელა. შენობაში სულ 85 ბინაა, აქედან 36-ერთოთახიანია, 44-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი. ამ ეტაპზე მხოლოდ 63 ბინა განაწილდა, რაც შეეხება დარჩენილ ბინებს, მიმდინარეობს დევნილი ოჯახების დამატებითი მოკვლევა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-შიც მიმდინარეობს, სადაც ბინას 111 დევნილი ოჯახი მიიღებს. აღნიშნული შენობის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, ხაშურში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პრობლემა გადაიჭრება.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)