|
2016-05-25 16:09:39, 480 ნახვა
საზოგადოება
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზე დაბადებულებს სპეციალური დაბადების მოწმობები გადაეცემათ
26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემათ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი საიუბილეოდ აღინიშნება. ყველა ახალშობილს, ვინც 26 მაისს დაიბადება, სპეციალურად ამ თარიღის აღსანიშნავად დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემა. ახალშობილის დაბადების მოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“. ანალოგიური მოწმობები მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლის 26 მაისს დაბადებული ახალშობილების მშობლებს გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ დაბადების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი 2014 წელს შემუშავდა. დაბადების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)