|
2016-05-25 13:00:22, 532 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე გამოსვლისას, სერგეენკომ ყურადღება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 69-ე სესიაზე. დავით სერგეენკომ მდგრადი განვითარების დღის წესრიგსა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. ჯანდაცვის მინისტრმა თავის გამოსვლაში საყოველაო ჯანდაცვის პროგრამაზეც ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში დავით სერგეენკომ შეხვედრა გამართა სლოვენიის ჯანდაცვის მინისტრთან მილოიკა კოლარ ჩელარკთან. მხარეებმა სლოვენიაში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. იმავე დღეს მინისტრი GAVI ალიანსის EURO/EMRO/PAHO რეგიონების ოფისების რეგიონულ ხელმძღვანელს კოლეტ სელმანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე იმუნიზაციის პროგრამებსა და ამ მხრივ GAVI ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)