|
2016-05-25 11:13:46, 525 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია, რისი მიზეზიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა, რამდენიმეზე კი მოძრაობა შეიზღუდა. რამაც თბილისის სხვა ქუჩებზე საცობები წარმოქმნა. მოძრაობა გართულებულია ასევე, გმირთა მოედნის და ვარაზისხევის ტერიტორიაზე. აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას ქუჩებზე მოძრაობის აკრძალვისა და შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას აწვდის: „25 მაისს 00:30 საათიდან დაიკეტება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე. ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილის და ჭონქაძის ქუჩებზე. ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)