|
2016-05-25 10:47:46, 578 ნახვა
საზოგადოება
ლატვიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად საქართველოს საელჩომ ლატვიისრესპუბლიკაში რიგის ისტორიულ სასახლეში „ზიემელბლაზმა" საზეიმო მიღება გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საზეიმო მიღებას მუსიკალურ არანჟირებას უკეთებდა ლატვიის კონსერვატორიის სიმფონიური ორკესტრი,ლატვიაში მოღვაწე ახალგაზრდა მომღერალი ცირა თოლორდავა და სპეციალურად ამ დღისთვისსაქართველოდან ჩამოსული ანსამბლ „ქართული ხმების" კვარტეტი. მათივე ცნობით, ღონისძიება გაიხსნა საქართველოს და ლატვიის ჰიმნების ცოცხალი შესრულებით, რის შემდეგაც საქართველოსელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეიმურაზ ჯანჯალიამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვითლატვიურ ენაზე მიმართა. თეიმურაზ ჯანჯალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობების,საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის, ლატვიაში ქართული სათვისტომოს მოღვაწეობის დასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ელჩის სიტყვის შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელზეცწარმოდგენილი იქნა ქართული, ლატვიური და კლასიკური მუსიკის შედევრები. ღონისძიებას დაესწრნენ ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ლატვიის მთავრობის,პარლამენტის, კულტურის, სამეცნიერო, სპორტის, მედიცინის და სხვა სფეროების წარმომადგენლები, ასეველატვიაში მცხოვრები ქართული დიასპორა და ქართველი სტუდენტები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს ქ. თბილისშიდაესწრება ლატვიის პარლამენტის სპიკერი ინარა მურნიეცე, აგრეთვე, საქართველოს ეწვევა ლატვიისთავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)