|
2016-05-25 10:29:26, 563 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა შენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება გამწმენდი ავზი; საოპერატორო შენობა. უწყების ინფორმაციით, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება, რაც, მინიმუმამდე დაიყვანს ქალაქის არსებულ წყალსატევებსა და ზღვაში დაბინძურებული წყლის მოხვედრას და ქობულეთის მოსახლეობასა და ტურისტებს მრავალი წლის განმავლობაში არსებულ პრობლემას მოუგვარებს. სამუშაოების ღირებულება 5,867,300 ლარია. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ეტაპობრივად 300-დან 400-მდე ადამიანი დასაქმდება.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)