|
2016-05-24 15:44:27, 577 ნახვა
საზოგადოება
რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერადსახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციაშესაძლებელია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში რძის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. მათივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით გადაეცემათ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. კოოპერატივები, ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარება სტრეინინგების სახით. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 1 ივლისამდე გაგრძელდება. სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)