|
2016-05-24 15:11:35, 492 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს ჰაბიბ ესიდის შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს ჰაბიბ ესედის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, საუბარი ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას და ასევე ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს შეეხო. როგორც პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ აფრიკის ქვეყნებზე, იმ სახელმწიფოებზე, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს ახალი დამყარებული აქვს და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გასამყარებელია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, არაღიარების პოლიტიკის გამტკიცების თვალსაზრისით. "შეხვედრისას ჰუმანიტარული პრობლემებზე ვიმსჯელეთ, რომლებიც უკავშირდება კონფლიქტების, ტერორისტული აქტების შედეგად დაზარალებულთამდგომარეობას. საქართველოს პრეზიდენტმა ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ჰუმანიტარულიპრობლემები გააცნო",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფრალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)