|
2016-05-24 12:21:30, 523 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთათელაძის N17 კორპუსთან მისასვლელი გზისა და სანიაღვრე ქსელი მოწყობის სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარი დაიგო 2 540 კვადრატულ მეტრზე. დასრულდა კორპუსების წინ არსებული ეზოს კეთილმოწყობა, გაკეთდა ბორდიურები, კიბე და პანდუსები. აღნიშნულ მისამართზე არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, ამიტომ საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელიც. ოცსართულიან კორპუსში, რომელსაც 4 სადარბაზო აქვს, 300-მდე ოჯახი ცხოვრობს. ქუთათელაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების პროცესს, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „როცა ჩვენმა კონტრაქტორმა კომპანიამ ქუთათელაძის ქუჩაზე დაიწყო საგზაო სამუშაოები, აღმოჩნდა, რომ სანიაღვრე ქსელი აქ საერთოდ არ იყო, ამიტომ გავაკეთეთ სანიაღვრე ქსელი და შემდეგ განვაგრძეთ საგზაო სამუშაოები; მოხარული ვარ, რომ მოსახლეობას საშუალება აქვს კეთილმოწყობილ გარემოში იცხოვროს“, - განაცხადა ვაკის გამგებელმა. მიმდინარე წლის მონაცემებით, ვაკის რაიონში გზის შესრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 29 040 კვადრატულ მეტრს მოიცავს. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის ფარგლებში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ორმოული სამუშაოების შესრულება და დღესითვის, ვაკეში, სულ 160 ორმოული სამუშაოა შესრულებული.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)