|
2016-05-23 17:31:30, 571 ნახვა
საზოგადოება
პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისები პირობით მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, ახალი კონცეფციის პრობაციის ბიუროს ოფისები პირობით მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთავში, ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისში მისულ საზოგადოებას დღეს როგორც შენობაში, ასევე ეზოში, პირობით მსჯავრდებულთა ხელით შექმნილი საოფისე ავეჯი დახვდა. „საოფისე მაგიდები და ივენტარი, ასევე, ოფისის გარეთ განთავსებული სკამები პრობაციონერების მიერ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ხის საწარმოშია დამზადებული. ეს ყველაფერი ნახევარი ფასი დაჯდა. თუ საოფისე მაგიდა მაღაზიაში დაახლოებით 350 ლარამდე ჯდება, ჩვენთან 150 ლარი ღირს. გარდა ამისა, ხის საწარმოში დასაქმებულ მსჯავრდებულებსაც სტიმული აქვთ, რომ ხელფასს, დღეში დაახლოებით 20 ლარს იღებენ,“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სოციალურ საწარმოში დასაქმებული პირობით მსჯავრდებულები ავეჯისა და საოფისე ინვენტარის გარდა, ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან საბავშვო სათამაშოებს, სუვენირებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს ამზადებენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)