|
2016-05-23 15:41:26, 529 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში საგზაო-ინფრასტრუქტურულ და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელებზე სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო კაპიტალური სამუშაოები ტარდება გუდამაყარის ქუჩაზე, სადაც პარალელურად სანიაღვრე ქსელიც ეწყობა. კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება ქართველიშვილის, ზედამზისა და დაისის ქუჩებს, გვაზაურის მე-2 ჩიხსა და არბოს ქუჩის ნაწილს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია უტარდება ლოტკინის მთისა და ბოგვის ქუჩებს, ასევე ღრმაღელის I შესახვევს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე მოწესრიგდება გზის საფარი. საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს შიდაკვარტლურ ქუჩებსა და ეზოებშიც. ასფალტის საფარის დაგება დასრულდა თემქის მე-4 მ/რ მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მოწესრიგდა ტროტუარებიც. პარალელურად, ამ დროისათვის ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ მისამართზე ტარდება (კახიანის მე-3 შესახვევის №9, მანჯგალაძის №19, მიქატაძის №4). სამ მისამართზე დასრულდა საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაციაც (თემქა, მე-3 მ/რ, 1-ლი კვ. გრუზინსკისა და გურამიშვილის ქუჩებზე არსებული კიბეები).
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)