00:28 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 01:10:16, 570 ნახვა

პოლიტიკა
ოზურგეთის საოლქო კომისიას საბოლოო მონაცემები არ დაუთვლია და ცეესკოში არ გადაუგზავნია

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისა ამ დროისთვის საარჩევნო უბნებიდან მოსულ ხმებს ითვლის. საარჩევნო კომისიას არავითარი მონაცემები ჯერ არ აქვს გამარჯვებულის განსასაზღვრად - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ოზურგეთის ოლქის თავმჯდომარემ ზვიად ტენიეშვილმა უთხრა.

მან არ გააკეთა კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებაზე, რის მიხედვითაც, საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ყველა საარჩევნო ოლქიდან მონაცემები ღამის 03:00 საათზე მივა. 

წინასწარი ინფორმაციით, ოზურგეთის მე-16  59 უბანიზე  "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა. გამარჯვების აღსანიშნავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებენ. საარჩევნო უბნის მონაცემები ასე გადანაწილდა: მე-16 უბანი: 291 ნაციონალური მოძრაობა / 188 ქართული ოცნება მე- 59 უბანი: ნაციონალური მოძრაობა 420 / ქართული ოცნება 290

ერთ-ერთი მედია საიტის განცხადებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ქ. ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 67% მიიღო და დიდი უპირატესობით მოუგო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობისა“ და პაატა ბურჭულაძის პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთობლივ კანდიდატს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics