|
2016-05-22 23:04:10, 647 ნახვა
საზოგადოება
23 მაისი „აფხაზეთის დღედ“ გამოცხადდა
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა კურთხევითა და ინიციატივით სვიმონ კანანელის ხსენების დღე – 23 მაისი „აფხაზეთის დღედ“ გამოცხადდა. 2015 წლის 23 მაისს, აფხაზეთიდან დევნილებმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრებთან და დიასპორების წარმომადგენლებთან ერთად, ფართოდ აღნიშნეს ეს დღე, როგორც იმედისა და საქართველოს მომავალი გაერთიანების სიმბოლო. 2016 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობდა განხორციელება სპეციალური პროგრამისა, რომელიც ეძღვნებოდა „აფხაზეთის დღის“ ფართო მასშტაბით აღნიშვნას , მაგრამ 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დატრიალებული ტრაგედიის გამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შეუძლებლად მიიჩნევს 23 მაისს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „აფხაზეთის დღისადმი“ მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამართვას, რის გამოც ბოდიშს ვუხდით ყველა მოწვეულ სტუმარს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)