|
2016-05-22 18:05:44, 593 ნახვა
საზოგადოება
გაეროს განვითარების პროგრამამ ჯანდაცვის სამინისტროს რეანომობილი გადასცა
გაეროს განვითარების პროგრამამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეანომობილი გადასცა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპი და საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიმიტრუ ბადეა დაესწრნენ. მათივე ინფორმაციით, მაღალი გამავლობის სპეც-მანქანა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მომსახურებისთვის აუცილებელი ინვენტარითაა აღჭურვილი. რეანომობილისა და ეკიპირების ღირებულება ჯამურად 70.000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. რეანომობილის მეშვეობით, რეფერალური შემთხვევების მართვა, პაციენტთა ადგილზე კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტი რეანომობილს რეფერალური პროგრამის განსახორციელებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს გადასცემს. რეგიონული სასწრაფო რეფერალური პროგრამის მართვას 2016 წლის ივნისიდან დაიწყებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)