|
2016-05-22 14:58:22, 593 ნახვა
საზოგადოება
საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული მცხეთის #1 სკოლა გახდა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის" გამარჯვებული მცხეთის #1 სკოლა გახდა. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ინფორმაციით, მეორე საპრიზო ადგილი „ევროპულმა სკოლამ", ხოლო მესამე - სკოლა „კანდიდმა" დაიკავა. მათივე ცნობით, ვიქტორინის საუკეთესო მოთამაშე „კანდიდის" გუნდის წევრი თამარ ბერიძე გახდა, რომელმაც ყველაზე მეტ კითხვაზე გასცასწორი პასუხი. პროექტში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის 32 სკოლა მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე საქართველოს პირველირესპუბლიკის თემაზე ეროვნული არქივის თანამშრომლებმა პრეზენტაციები ჩაატარეს. თითოეულმა სკოლამ შექმნა 5-კაციანიგუნდი, რომლებიც ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად 8 ქვეჯგუფში კენჭისყრით განაწილდნენ. პროექტის ფინალურიეტაპი - ვიქტორინა - 21 და 22 მაისს გაიმართა. საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიისამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები, ისევე, როგორც საუკეთესო მონაწილე, მომდევნო კვირაში ეროვნული არქივისდაწესებული სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)