10:14 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 16:21:47, 675 ნახვა

საზოგადოება
წყნეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის №24-სა და №36 -ში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარი 1 720 კვადრატულ მეტრზე დაიგო. მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე ხნის წინ მოეწყო საკანალიზაციო სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა.

მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ გეგმებზე სასაუბროდ ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ამ კერძო დასახლებაში წლების მანძილზე არ არსებოდა საკანალიზაციო სისტემა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საკანალიზაციო სისტემის გაკეთება,  რაც უზრუნველყო გამგეობამ; მოწესრიგდა, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა. ახლა მოსახლეობას საშუალება აქვს, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

„მიმდინარე წლის მონაცემებით, ვაკეში, შიდა ქუჩებსა და ეზოებში შესრულებული და მიმდინარე ასფალტის სარემონტო სამუშაოები მოიცავს 21 მისამართს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში კი ამ დროისთვის შესრულებულია 140, ხოლო მიმდინარეობს 30-მდე ორმოულის ამოვსება“, - აცხადებენ მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics