|
2016-05-21 15:37:33, 544 ნახვა
საზოგადოება
N15 დაწესებულებაში გამწვანების აქცია გაიმართა
N15 პენიტენციურ დაწესებულებაში საპატრიარქოსთან არსებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, გამწვანების აქცია გაიმართა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილის 200-მდე ნერგი და 20-მდე მარადმწვანე მცენარე დარგეს. აქციაში მონაწილეობა მსჯავრდებულებმაც მიიღეს. „ფონდი მორიგ გამწვანების აქციას ამჯერად, ქსნის დაწესებულებაში ახორიცელებს. ეს რიგით მესამე აქციაა, მანამდე ხეები და ყვავილები რუსთავში მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში დაირგო. მსჯავრდებულების დახმარებით სხვადასხვა დაწესებულების ტერიტორიებს ვალამაზებთ. ნარგავებს თავად მსჯავრდებულები მოუვლიან“, - განაცხადა ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, გოჩა არონიშიძემ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ლეილა აფციაურის განცხადებით, აქცია ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში მომავალშიც გაგრძელდება.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)