|
2016-05-20 19:28:51, 527 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძემ თსუ-ში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
თავდაცვის მინისტრის მოადგელე ანა დოლიძე, თსუ-ში გამართულ ყოველწლიურ, რიგით მესამე (სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართალი და მისი წყაროები), კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოსვლაში მან ტრანსნაციონალური გამოძიების ჩატარების დროს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. „საქართველოში მიმდინარეობს რამდენიმე პროცესი საერთაშორისო სისიხლის სამართლებრივი კუთხით და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აკადემიურმა წრეებმა, მეცნიერებმა, სახელმწიფო უწყებებმა აწარმოონ დიალოგი და კონტაქტი ცოდნის გაცვლის მიზნით. თავდაცვის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული ორ გამოძიებაში: ჰააგის სასამართლოსა და ცენტრალური აფრიკის რესპულიკაში მიმდინარე გამოძიებებში, რომლის დროსაც წარმოიშობა უამრავი საკითხი. სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ გამოძიებაში ჩართულია ბევრი ქვეყანა, და საერთაშორისო ორგანიზაცია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გვქონდეს მუდმივი დიალოგი პროფესიულ წრეებთან, ქართველ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ საკითხების წინ წამოწევასა და გააზრებაში“ - განაცხადა ანა დოლიძემ. ყოველწლიური კონფერენცია ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის ეგიდით ჩატარდა.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)