|
2016-05-20 18:06:20, 685 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დიდგორში დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები გაიმართა
20 მაისი დიდგორობაა. ყოველწლიურად, ამ დღეს ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციულად დოღს აწყობს. საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს თბილისის მერი დავით ნარმანია, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ჩატარდა - სოფელი დიდგორის ველზე გაიმართა კონცერტი, რომელშიც სოფელი დიღმის N210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ამავე დღეს, ტრადიციულად იმართება შეჯიბრი ქართული სტილით ჭიდაობაში და დოღი, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა მოჯირითეებმა მიიღეს. „დღეს დიდგორობაა და ჩვენ უკვე მეორე წელია გვერდში ვუდგავართ ადგილობრივ მოსახლეობას იმისათვის, რომ ეს სახალხო დღესასწაული უფრო მასშტაბურად და ყველა ტრადიციის დაცვით ჩატარდეს“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ. ორივე ტურნირის გამარჯვებულები საბურთალოს რაიონის გამგეობამ მედლებით, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვეს.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)