|
2016-05-20 16:24:11, 583 ნახვა
საზოგადოება
ოპერის დასის მტკიცებით, 26 მაისის ღონისძიებაში უფასოდ მონაწილეობას აიძულებენ
ოპერის მომღერალთა დასის წევრებს 26 მაისის ღონისძიებაზე ანაზღაურების გარეშე მონაწილეობას აიძულებენ, - ამის შესახებ ოპერის დასის მომღერალთა გუნდის წევრმა, ნინო გოგინაშვილმა განაცხადა. როგორც გოგინაშვილმა განაცხადა, დასის წევრებს 26 მაისის ღონისძიებაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა მონაწილეობის უფასოდ მიღება სთხოვა. "დავით კინწურაშვილი პრემიერ-მინისტრის სახელით გვემუქრებოდა. იმის მაგივრად, რომ მან კომუნიკაცია გუნდთან დაამყაროს. ჩვენ უარი არ განგვიცხადებია, რომ 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა მიგვეღო. ვაპირებთ, რომ ვიმღეროთ. მან დაგვაპირისპირა მთავრობის პირებთან. ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, ერთხელაც არ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემებით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრობლემები ხშირად გვქონია. იყო შემთხვევები, როდესაც ჩატარებული ღონისძიების შემდეგ უჰონორაროდ ვბრუნდებოდით, მაგრამ ჩვენ უფლებებს არავინ იცავს. მოვითხოვთ, რომ გუნდის ხელმძღვანელი შეიცვალოს და მდგომაროება თეატრში დალაგდეს", - განაცხადა გოგინაშვილმა. მისივე თქმით, თავდაპირველად ღონისძიებაში მონაწილეობა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო, თუმცა მოგვიანებით ჰონორარის გადახდაზე უარი განაცხადა. "როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მან კულტურის სამინისტროში ჩაიტანა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განვაცხადეთ“, - აღნიშნა ნინო ერიაშვილმა. ცნობისთვის, ოპერის დასის მომღერალთა გუნდმა დღეს 15:00 საათზე ოპერის თეატრის წინ, განცხადება გაავრცელა.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)