|
2016-05-20 16:00:05, 632 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალი 21-22 მაისს გაიმართება
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" 21-22 მაისის ვიქტორინით დასრულდება. ეროვნული არქივის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე თბილისის, მცხეთისა და ქუთაისის 32 სკოლაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე ეროვნული არქივის თანამშრომლებმა პრეზენტაციები ჩაატარეს. თითოეულმა სკოლამ შექმნა 5-კაციანი გუნდი, რომლებიც ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად 8 ქვეჯგუფში კენჭისყრით განაწილდნენ. ვიქტორინას ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო გუნდი" და „საუკეთესო მოთამაშე". მათთან ერთად, ეროვნული არქივის მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზითა და სიგელით მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდებიც დაჯილდოვდებიან. საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ღონისძიებამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ 2015/2016 სასწავლო წელს ღონისძიება გაფართოებულიყო და მასში, თბილისთან ერთად, ჩართულიყო მცხეთისა და რუსთავის სკოლებიც. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)