23:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 12:29:54, 665 ნახვა

პოლიტიკა
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გადააგზავნა

დღეს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში   ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადააგზავნა.

ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა  ირინე იმერლიშვილმა  განაცხადა.

იმერლიშვვილის თქმით, გუშინ, 19.00 საათზე საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოწერად შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებები,  დღეს დილით კი, პრეზიდენტმა დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა.

იმერლიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ვენეციის კომისია სწრაფად გამოაგზავნის თავის დასკვნას.

„საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოაწეროს ხელი კანონპროექტს, თუ დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს“, - აღნიშნა იმერიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics