|
2016-05-20 11:58:25, 536 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობა ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით შეძრწუნებულია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. „აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ერთის მხრივ ნათელი მაგალითია იმ განუკითხაობისა რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუფევს, სადაც საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მეორეს მხრივ წარმოადგენს აშკარა პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ რეგიონში და სამშვიდობო ინიციატივების მინიმუმამდე დაყვანისაკენ. აფხაზეთის მთავრობა გმობს მომხდარ ფაქტს და იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება გამოკვლეულ იქნას მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მოტივები და დამნაშავენი წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე“,-ნათქვამია განცხადებაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და უცხადებს მორალურ თანადგომას.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)