|
2016-05-19 19:14:51, 580 ნახვა
საზოგადოება
საზმაუ: სახელფასო განაკვეთები განისაზღვრება სამუშაო დროით, შესრულების ხარისხით და კადრის კომპეტენციით
"სახელფასო განაკვეთები განისაზღვრება სამუშაო დროით, შესრულების ხარისხით და კადრის კომპეტენციით" - ნათქვამია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "18 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა არასათანადო სამუშაო პირობების და არათანაბარი ანაზღაურების თაობაზე პროტესტი ტელევიზიის შენობის კიბეზე ჩატარებული პრესკონფერენციით გამოხატა. აღნიშნული საკითხები თანამშრომლების მიერ არაერთხელ იყო დაყენებული მენეჯმენტთან გამართულ შეხვედრებზე, რის შედეგადაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა რამდენიმე მიმართულებით. ყველა ეს საკითხი, თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი, რომელიც შედგება რამდენიმე ძირითადი მმართველი ბლოკის დირექტორებისგან და წარმოადგენს აღმასრულებელ საბჭოს, 6 თვის წინ შეუდგა მუშაობას, რაც ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ ყველა საკითხი მოგვარებული იყოს. უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ შესაბამის სამსახურს დავალებული აქვს ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით შეიმუშაოს სახელფასო რანგირების სისტემა, აღნიშნულ პროცესს წინ უსწრებდა სამუშაო აღწერილობების შექმნა თითოეულ თანამდებობაზე სახელფასო განაკვეთები განისაზღვრება სამუშაო დროით, შესრულების ხარისხით და კადრის კომპეტენციით, ასევე შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თვლის, რომ აღნიშნული საკითხების განხილვა უფრო პროდუქტიული იქნება ერთობლივად და არა დაპირისპირების რეჟიმში. ორგანიზაციის მენეჯმენტი აბსოლუტურად ღიაა ყველა თანამშრომლის მოსაზრების მოსასმენად და მიესალმება რეფორმირების მიმდინარეობისას თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების პროცესში ინტეგრირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)