|
2016-05-19 12:55:22, 575 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა N14 დაწესებულების ვიზუალურ-ელექტრონული მონიტორინგის ახლადგახსნილი ცენტრი დაათვალიერა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N14 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარეობს, ვიზუალურ-ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს. ცენტრი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა და ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნო. კახა კახიშვილის განცხადებით, პუნქტი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. მისი მოწყობის მიზანი დაწესებულებაში ელექტრონული მონიტორინგის განხორციელებაა. დაწესებულების კონტროლი სწორედ აღნიშნული ცენტრიდან, დაწესებულების ტერიტორიაზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ტექნიკის მეშვეობით ხორციელდება. აქამდე, გეგუთის დაწესებულებაში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა არ არსებობდა. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. „გეგუთის დაწესებულებაში მონიტორინგის ცენტრი გავხსენით. ფაქტობრივად, აღნიშნული სისტემით დაწესებულების თითოეულ კვადრატულ მეტრს ვაკონტროლებთ. ვიდეოგამოსახულება ჩანს როგორც გეგუთის დაწესებულების ცენტრში, ასევე, სიგნალი პირდაპირ სამინისტროს მიეწოდება, რითაც ორმაგი კონტროლის მექანიზმია უზრუნველყოფილი შესაბამისი სამსახურების მიერ. აღსანიშნავია, რომ გეგუთის დაწესებულება პირველად აღიჭურვა ციფრული, ძალიან მაღალი ხარისხის ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. არ დარჩა დაწესებულება, რომელიც მსგავსი სისტემით არ არის აღჭურვილი. ჩანაწერები ინახება. მართვის პულტები უმაღლესი ხარისხისაა, ასევე, უმაღლესი ხარისხისაა ჩვენება“, - განაცხადა კახიშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა N14 დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის მაღაზია, გრძელვადიანი პაემნების ოთახები, ახლადრეაბილიტირებული სამზარეულო და სამედიცინო ნაწილი დაათვალიერა,რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მინისტრი მსჯავრდებულებსაც გაესაუბრა. მასშტაბური რეფორმის ფარგლებში პენიტენციური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს პროექტების განხორციელებას, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ისე ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებებით.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)