|
2016-05-19 11:58:46, 545 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 14 დევნილი ოჯახისთვის სახლები აშენდება
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სამეგრელოს რეგიონში სოციალურად დაუცველი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფისა და სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის 14 სახლი აშენდა. მათივე ცნობით, აღნიშნულ პროექტში იმ დევნილ ოჯახებს შეეძლოთ მონაწილეობა, რომლებსაც საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გააჩნიათ. კერძო სახლები დევნილების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენდა. საცხოვრებელი სახლების ფართობი კი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა. მნიშვნელოვანია, რომ განსახლების პარალელურად, 14 ოჯახს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, მცირე გრანტებიც გადაეცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარემონტდა 3 პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული ობიექტი: ახალსოფლის სკოლა, ჯიხაშკარის საბავშვო ბაღი, და ჭკადუაშის მულტიფუნქციური შენობა, რომელიც მოიცავს საბავშვო ბაღს, ამბულატორიას და კომპიუტერულ ცენტრს; პროექტის მიზანს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილებისა და უკიდურესად გაჭირვებული ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დონის შემცირება წარმოადგენდა. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (შDჩ) დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ (Dღჩ) განახორციელა. სოზარ სუბარმა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა სვენდ მონრად გრაუნბოელმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კახაბერ რუსიამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები და დევნილი ოჯახებისთვის აშენებული სახლები მოინახულეს. პროექტის დახურვის ცერემონიალზე დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა, სადაც შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ 10 წლის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში განხორციელებული პროგრამები იყო ასახული. გარდა აღნიშნული პროექტისა, სამინისტრო წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან. შDჩ-ის დაფინანსებით მოხდა 35 ინდივიდუალური სახლის სრული რეაბილიტაცია წყალტუბოში და საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 70 ეკომიგრანტი ოჯახი.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)