|
2016-05-18 15:24:55, 482 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა ქუთაისში საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილმა ევროპული სახელმწიფოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, სახელმწიფოს ევროპული სისტემით მოწყობაზე და ქრისტიანულ რელიგიაზე, როგორც ქვეყნის ევროპული მოწყობის ნაწილზე. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ლექციაზე განაცხადა, წელს საქართველოში დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე აღინიშნება და სწორედ ამიტომ წლევანდელი წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოცხადდა. პრეზიდენტმა არჩევანის თავისუფლებაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა. გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად განათლების სისტემას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულმდგომარეობას, პარლამენტის ქუთაისში საქმიანობას, იმერეთის რეგიონის და ქუთაისის განვითარებას შეეხებოდა. პრეზიდენტის საჯარო ლექციის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას,რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების,სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისაკენ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)