|
2016-05-17 17:19:15, 611 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე: დავით ნარმანიას საკრებულოში მოსვლა ივანიშვილის ბრძანება იყო
„დავით ნარმანიას აქ მოსვლა ივანიშვილის ბრძანება იყო, რომელსაც ძალიან ადარდებს მისი სახელის ტალახში ამოსვრა”, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წერვმა, ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის მერმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ ესაუბრა ბოტანიკურ ბაღზე. არ ესაუბრა თბილისელების პრობლემაზე, გაფლანგულ მილიონებზე და ყურადღება გადაეტანა წარსულში არსებულ შეცდომებზე და ამით დაეცვა ივანიშვილის ღირსება. ადამიანის, რომელმაც თბილისელებს ქალაქის ცენტრში წაართვა 300 ათასი კვადრატული სარეკრეაციო ზონა. ეს იყო ძალიან სამარცხვინო პრეზენტაცია, სამარცხვინო სპექტაკლი. თბილისელები დარწმუნდებიან, რომ ივანიშვილის მიერ დანიშნული მერი პასუხისმგებელია ივანიშვილთან და არა იმ ხალხის წინაშე, ვინც აირჩია. ნარმანიას აქ მოსვლა იყო ივანიშვილის ბრძანება, რომელსაც ძალიან ადარდებს მისი სახელის ტალახში ამოსვრა”, - განაცხადა აბესაძემ. შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოში ქალაქის მერს, დავით ნარმანიას უსმენდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)