|
2015-01-08 15:42:52, 1399 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში სექსუალური შევიწროების შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს რეკომენდაციით მიმართა, შეიმუშაოს სექსუალური შევიწროების პრევენციის რეაგირების მექანიზმი, შესაბამისი სანქციების სისტემით, რომელიც სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალ, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შეუქმნის დასაქმებულებს და სექსუალური შევიწროების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში სექსუალური შევიწროების შემთხვევა დაფიქსირდა. სახალხო დამცველის აპარატი მზადაა, გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც ეფუძნება საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში ნაკისრი თანასწორობის პრინციპების დაცვასა და დასაქმების ადგილზე შევიწროების პრევენციას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს, საჯარო, თუ კერძო დაწესებულებებს, გაიზიარონ სახალხო დამცველის გამოცდილება და შიდა უწყებრივი რეაგირების მექანიზმების დამტკიცებით, დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლას ხელი შეუწყონ. ცნობისთვის, სახალხო დამცველმა 2014 წლის 25 ნოემბერს სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)