05:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 11:09:55, 531 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ ბერლინში ბავშვთა ჰოსპისი მოინახულა

პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად  ბერლინში,  ბავშვთა ჰოსპისი „მზიური ბაღი" მოინახულა.

ვიზიტის მიზანი ბავშვთა ჰოსპისის მუშაობის სისტემის გაცნობა და გერმანული გამოცდილების გაზიარებაა. როგორც ცნობილია, საქართველოში ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს" ინიციატივით ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. მშენებლობის დასრულება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება.

პირველი ლედის განცხადებით, ბავშვთა ჰოსპისის  კონცეფცია გულისხმობს ბავშვისთვის მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა, დიდი ყურადღება ექცევა გარემოს, ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც  ბავშვის ახალ გარემოსთან  ჰარმონიულ შეგუებას უზრუნველყოფს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც გერმანელებს აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან დაწყებული პროექტი მაქსიმალურად იყოს მიახლოებული ამ მოდელთან. ამ ბავშვებს ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ, ვინც საქართველოში ამ პროექტს საფუძველი ჩაუყარა", - განაცხადა ჰოსპისი მონახულების შემდეგ მაკა ჩიჩუამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics