05:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 11:00:40, 620 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის N3 დაწესებულების მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტთა მიერ 88 ბრალდებულს/მსჯავრდებულს გაეწია 189 კონსულტაცია, ჩატარდა დიაგონისტიკური კვლევები (ელექტროკარდიოგრაფიული, რენტგენოლოგიური, ულტრასონოგრაფიული).

N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ხელმისაწვდომია პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება და 300-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი დაწესებულების აფთიაქში.

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოკვლევების ორგანიზებას სამინისტროს კონტრაქტორ სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების ჩართულობით სამედიცინო დეპარტამენტი უზრუნველყოფს. მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები უკვე ჩატარდა N3, N5, N8, N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში. წლის ბოლომდე აღნიშნული ღონისძიება ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს. გამოკვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ევროპის საბჭოს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული სამედიცინო აპარატურით ტარდება. აღნიშნული აპარატურით დაწესებულებების ნაწილი უკვე აღჭურვილია, ნაწილი კი, ეტაპობრივად აღიჭურვება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics