05:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 09:00:10, 559 ნახვა

საზოგადოება
მაშველები მტკვარში გადავარდნილ მანქანას და მძღოლს ეძებენ

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ მაშველები მდინარეში გადავარდნილ მანქანას ეძებენ. 

როგორც "ექსპრესნიუსს"  112-ში განუცხადეს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე 2 სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მაშველების ინფორმაციით, მათ მუშაობას დაბალი მხედველობა და მდინარის სწრაფი დინება უშლის ხელს. 

112-ის ინფორმაციით, ავტომანქანას ამ დრომდე ეძებენ.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics