|
2016-05-16 17:12:32, 499 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი: ე.წ კაბელების საქმე შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება
ე.წ კაბელების საქმე შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ამიტომ არის უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელიც - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, დანაშაულის შემადგენელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი საქმეში საერთოდ არ არის და აქედან გამომდინარე დანაშაულის დამტკიცებაზე საუბარი ზედმეტია. "ამ საქმეში დაიკითხა არაერთი მოწმე, არაერთი ექსპერტი. მრავალი წერილობითი მტკიცებულება იყო წარდგენილი. სასამართლო პროცესი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლეს მხოლოდ 2 დღე დასჭირდა, ამ ძალიან რთული, მრავალტომიანი საქმის შესახებ განაჩენი გამოეტანა. ესეც ბევრ კითხვას აჩენს. გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს და სწორედ ასეთი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. განაჩენი არის უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელიც. როდესაც განაჩენს წერილობით ჩავიბარებთ, საზოგადოებას დეტალურ სამართლებრივ ანალიზს მივაწვდით", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)