19:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 16:03:40, 581 ნახვა

პოლიტიკა
სპორტის სასახლეში ბიძინა ივანიშვილი მივიდა

კოალიცია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგით IV ყრილობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

იგი სპორტის სასახლეში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

დღევანდელ ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილია წარდგენილი. ყრილობა ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს.

ყრილობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ათასობით მხარდამჭერი ესწრება.

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics