|
2016-05-13 16:42:34, 1457 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ტერნოპოლის ჯანდაცვისა და სამედიცინო უზრუნველყოფის განყოფილებას შორის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უკრაინის ქალაქ ტერნოპოლის 5 კაციანი დელეგაცია ეწვია. სამინისტროს ცნობით, დელეგაციის შემადგენლობა დაკომპლექტებულია ტერნოპოლის საქალაქო საბჭოს და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებით (ოლგა იარმოლენკო-ტერნოპოლის საქალაქო საჭოს სამედიცინო უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის განყოფილების უფროსის მოადგილე, ვიქტორ კმიტა-ტერნოპოლის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, პიოტრ ლევიცკი-ქალაქ ტერნოპოლის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის მთავარი ექიმი, ოლეგ დანილიუკი-ტერნოპოლის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების უფროსი, იგორ გუმენი-ტერნოპილის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს თორაკალური ქირურგი). ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ტერნოპოლის საქალაქო საბჭოს ჯანდაცვისა და სამედიცინო უზრუნველყოფის განყოფილებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია, მხარეებს შორის პროფესიული, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების განვითარება. კერძოდ: პროფესიული და ორგანიზაციული გამოცდილების გაცვლა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს შორის, ერთობლივი სამეცნიერო-სასწავლო და ორგანიზაციულ-მეთოდური ღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები) ჩატარება, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინციატივების ორგანიზება, მედიცინის მუშაკთა ერთობლივი სპორტული და კულტურული შეხვედრების მოწყობა, პირდაპირი კონტაქტების განვითარება ქ. ტერნოპოლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებს შორის. დელეგაციის წევრები აჭარაში 17 მაისამდე დარჩებიან და რეგიონის ჯანდაცვის სიტემას და სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობას გაეცნობიან.
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)