|
2016-05-13 11:49:47, 608 ნახვა
საზოგადოება
5 საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დაინერგება
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილია 3 თხილის და 2 ხილის გადამამუშავებელ საწარმოებში დაინერგოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტი, კერძოდ ISO 22000. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გაფორმდა 4-მხრივი ხელშეკრულებები რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და დონორი ორგანიზაცია უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშირისო სისტემების დანერგვის ღირებულების 80%-ს თანადაფინანსებას. მათივე ცნობით, ხელშეკრულებას ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ და USAID/REAP-ის დირექტორმა, ლუიზა მანიჩეიშვილმა, საკონსულტაციო კომპანიების და საწარმოების დირექტორებმა მოაწერეს. დახმარება ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებული და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების ISO22000:2005 დანერგვას; ასევე, საწარმოებისთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას. შეთანხმების მიზანია გადამამუშვებელი საწარმოების პოტენციელის გაძლიერება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია რომ საწარმოები არამარტო ფინანსურ დახმარებას ღებულობენ საწარმოო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის, არამედ დამატებით ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რომელიც გულისხმობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 12 ახალი საწარმო. სახელმწიფომ გრანტის სახით უკვე გაიღო $ 3 310 518, ასევე, დამატებით განახორციელა ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტების - ჯამური ღირებულებით $ 3 839 482 - საპროცენტო ხარჯის წლიური 11% -ის თანადაფინანსება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)