|
2016-05-12 11:43:45, 1302 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი მღებრიშვილმა შვედეთში სამუშაო შეხვედრები გამართა
სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ურბან აჰლინს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე იმსჯელეს. გიორგი მღებრიშვილმა და ურბან აჰლინმა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობებიც განიხილეს, მათ შორის, სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის. შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა. „შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე. ჩვენი დიდი სურვილია, საქართველოსა და შვედეთის შს სამინისტროებს შორის ურთიერთობები ყველა დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდეს, მათ შორის, ინფორმაციის სისტემატური გაცვლის, პოლიციის ატაშეების, ევროპოლისა და ინტერპოლის მეშვეობით, “ - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. შვედეთის სამეფოს პარლამენტში საქართველოს შს მინისტრი იუსტიციის კომიტეტის ხელმძღვანელს, ბეატრის ასკსაც შეხვდა. შეხვედრაზე ბეატრის ასკმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გიორგი მღებრიშვილი საქართველოს პირველი შს მინისტრია, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვედეთს ეწვია. „ამ ფაქტის გამო უაღრესად მოხარულები ვართ. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმ წარმატებული რეფორმების თაობაზე, რომლებიც საქართველოს შს სამინისტროში ხორციელდება. ვხედავთ და ვაფასებთ იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებსაც, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით დგამთ“, - განაცხადა შვედეთის სამეფოს პარლამენტის იუსტიციის კომიტეტის ხელმძღვანელმა. გიორგი მღებრიშვილმა ბეატრის ასკთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შს მინისტრის თქმით, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, შვედეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნის საკითხი აქტიურად განიხილება. „საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, ანდერს იგემანთან, სადაც კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა, - პოლიციის ატაშეს წარგზავნა, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ჩვენს სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, მუდმივად გავცვალოთ საჭირო ინფორმაცია, ერთობლივად დავუპირისპირდეთ არსებულ გამოწვევებს და უპირველეს ყოვლისა, მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია. ამ მხრივ, საპოლიციო თანამშრომლობას ალტერანტივა არ აქვს“. შვედეთის სამეფოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს შს მინისტრი ნაციონალური პოლიციის ოპერატიული მართვის ცენტრს ეწვია. ცენტრის ხელმძღვანელებმა გიორგი მღებრიშვილს ოპარატიული მართვის ოთახი დაათვალიერებინეს, სტრუქტურის მუშაობისა და სპეციფიკის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს. შვედეთში საქართველოს შს მინისტრის სამუშაო ვიზიტი დასრულდა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)