22:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 10:36:16, 602 ნახვა

საზოგადოება
„გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიამართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლებმა უსაფრთხო მგზავრობის ცნობიერების ამაღლების კამპანიის  ფარგლებში, დიდუბის ავტოსადგურის მძოლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამარშრუტო ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (ცენტრალური მაგისტრალის თბილისი-ფოთის მონაკვეთი) გააცნეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგები. ასევე, გაიმართა დისკუსია გზებზე არსებულ მდგომარეობასა და E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარების  პერსპეტქივებზე.

მძღოლებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურები საგზაო უსაფრთხოების თემაზე და საგზაო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზების შემახსენებელი მანქანაზე მისაკრავი სტიკერები.

შეხვედრის დასასრულს, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მძღოლებმა თავიანთი პრობლემების შესახებ ისაუბრეს და მსგავსი კამპანიების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია –ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის პოპულარიზაციაზე ზრუნავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics