|
2016-05-12 10:31:52, 575 ნახვა
საზოგადოება
თბილისსა და სოფიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და სოფიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი, ერთის მხრივ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ხოლო მეორეს მხრივ, ქალაქ სოფიას მერმა, იორდანკა ფანდაკოვამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში მოაწერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია ქალაქების მართვის სფეროებში არსებული საერთო მიზნების განხორციელებისა და სასურველი შედეგების მიღწევის ხელშეწყობა, ასევე, არსებული ურთიერთობების გაღრმავება და გაფართოება ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დარგებში. მათივე ინფორმაციით, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით. ითანამშრომლებენ ქალაქგეგმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში. მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებამდე, თბილისის მერმა ბულგარელ კოლეგასთან ერთად ის ღონისძიებები დაგეგმა, რომელიც, დამეგობრების ფარგლებში, უახლოეს მომავალში განხორციელდება. მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს. "გამომდინარე იქიდან, რომ სოფია და თბილისი ერთნაირი სიდიდის ქალაქებია და ბევრი რამ აქვთ საერთო, ჩვენთვის მათი გამოცდილება საინტერესოა. განსაკუთრებით, ჩვენ გამოვყავით მუნიციპალური ტრანსპორტის სფერო, ვინაიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოდერნიზაციის პროექტები, რაც მათ განახორციელეს, ჩვენთვის არის საინტერესო და აღნიშნული პროცესები ჩვენს ქალაქში, სწორედ, ახლა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია კულტურის სფეროში თანამშრომლობა, ვინაიდან, ეს პირდაპირაა დაკავშირებული ტურისტების ურთიერთგაცვლასთან. ის ღირსშესანიშნაობები, რაც სოფიას და თბილისს გააჩნია, საინტერესო იქნება ტურისტებისთვის, ამიტომ შევთავაზებთ მათ ჩვენს შესაძლებლობებს და ვითანამშრომლებთ სხვა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, რაც ორივე მხარისთვის იქნება საინტერესო და სასარგებლო",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)