|
2016-05-09 10:28:18, 508 ნახვა
პოლიტიკა
თბილისს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ესტუმრნენ
საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, გაბრიელა ბატაინი-დრაგონი ესტუმრნენ. ოფიციალური ინფორმაციით, დაგეგმილია ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან. საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე გაიმართება „ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის 2016-2019წწ." პრეზენტაცია. საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა დამტკიცდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეირ 2016 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად. მისი მიზანია გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარების მიზნით, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანას ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალს. ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)